თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, მმართველი გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს

“გუნდის დაშლის საფრთხეს, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველ გუნდში, მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა.
„საერთო მიზანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები დავნიშნოთ და სასამართლო სისტემაში ისეთი რეფორმები გავახორციელოთ, რაც, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, საზოგადოებას რწმენას გაუჩენს. ეს არის ამოცანა და საბოლოო მიზანი. ამ მიზნამდე როგორ მივალთ, ამის თაობაზე შეიძლება, სხვადასხვა წარმოდგენა იყოს და ამას ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავდნენ, მაგრამ უნდა შევჯერდეთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები