მამუკა ბახტაძე: ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

“ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება: „ასეთი შემთხვევების სიხშირე და, ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები, ჩვენი მხრიდან, კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელი, განსაკუთრებით, იმ პირთა მიმართ გამკაცრდება, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები