იზორიამ სტოლტენბერგთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.
მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებსა და, ამ კუთხით, საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.
საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლება NATO-GEO EXERCISE 2019-ს შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება მაღალი დონის ვიზიტებით, საერთაშორისო სწავლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები