მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა რეგიონის ცენტრად გადავაქციოთ

„ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რეგიონის ცენტრად“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019″, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და, წინა წელთან, შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა. შესაბამისად, ქვეყანამ, ევროპის 46 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროპის პალატის ეს კვლევა ეფუძნება ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და იმ პირობების შეფასებას, რომლებიც ქვეყანაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები