ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა. პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები