„აბესალომ და ეთერის” დადგმიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

18 თებერვალს, 19 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ოპერა „აბესალომ და ეთერის” დადგმიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, საღამო-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.
საღამოს მოდერატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი – მარინა ქავთარაძე.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები