იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, შავლეგო ტაბატაძე, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში იმყოფება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, შავლეგო ტაბატაძე, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს აქტიურად მართავენ როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე – ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. შავლეგო ტაბატაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ილია დარჩიაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ვიელკოპოლსკას რეგიონის მარშალს, მარეკ ვოზნიაკს შეხვდნენ. შეხვედრის აქცენტები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რეგიონების დაახლოებასა და ერთობლივი პროექტების გახორციელებაზე გაკეთდა.
განსაკუთრებული ყურადღება გრანტების მოძიების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტების დაფინანსების საკითხებზე გამახვილდა.
იმერეთის რწმუნებული, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც იმერეთის პოტენციალის შესახებ იმსჯელა. ასევე, BUDMA-ს უდიდეს სამშენებლო გამოფენას დაესწრო, სადაც მშენებლობის უახლეს ტექნოგიებსა და მასალებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, იმერეთის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, პოლონეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი გმირის, პლატონ თაყაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ცნობისათვის, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი და “აწარმოე საქართველოს” დირექტორის მოადგილე – თორნიკე სულაბერიძე იმყოფებიან. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში – ილია დარჩიაშვილი. ქალაქ პოზნანში, ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა ვიელკოპოლსკას განვითარების ფონდი ჰუბერტ ზობელის (ფონდის პრეზიდენტი) ხელმძღვანელობით. იმერეთის რწმუნებულს, შავლეგო ტაბატაძეს, ვიზიტის ფარგლებში, ჩანიშნული აქვს შეხვედრა გემბიაკ-მიკსტაცკის კომპანიასთან, რომელიც საქართველოში (იმერეთში) ინვესტირების გახორციელებითაა დაინტერესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები