საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, თემურ ჩალაბაშვილთან შეხვედრა გაიმართება

16 თებერვალს, 15:00 საათზე,  საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი  პრემია „საგურამოს“ ლაურეატს, პოეტ თემურ ჩალაბაშვილს უმასპინძლებს.
თემურ ჩალაბაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „მზე მამულის კვამლში“, „ასი ლექსი“, „ატირეთ წვიმები“… მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ და გერმანულ ენებზე. 2011 წელს, მიიღო პრემია „საგურამო” პოეზიაში. არის ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები