ჯეიმს რიში: რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო

„რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო“, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, გაზეთ The Charlotte Observer-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების გახორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა აღნიშნა:
„რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო… ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა, კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა რიშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები