“კანონი და სამართალი” – თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას ქმნის

“კანონი და სამართალი” – ამ სახელწოდებით პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. ამის შესახებ მან ტელეიმედის გადაცემაში “პირისპირ” ისაუბრა.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის პარტნიორობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან და პროდასავლურ პარტიებთან გეგმავს. პუბლიცისტი ახალი გაერთიანებული პოლიტიკური ძალით მოქმედებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ გეგმავს. ჩარკვიანი ქვეყნის მთავარ გამოწვევებად კორუფციასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.

თაკო ჩარკვიანი იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა.

პუბლიცისტი ჩართული იყო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხვდებოდა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა სწორედ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების შემდეგ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები