რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებს შეარჩევს

რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა. წამოწყება რეჟისურაში მოღვაწე ადამიანების პოტენციალის გამოვლენასა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება.

კონკურსი 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გამოცხადდა. 30 წლამდე ასაკის დაინტერესებულმა რეჟისორებმა განაცხადი თეატრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი რეჟისორი, რომელთაც სახელგანთქმულ სცენაზე სპექტაკლის დადგმის უნიკალური შანსი მიეცემათ. სასურველია, რომ მონაწილეებს მინიმუმ სამი სპექტაკლი მაინც ჰქონდეთ დადგმული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები