2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.
31 დეკემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას 4597 (4065 + 532 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 43 (33 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით, ასეთია: 39.9 % (2968) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.