სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით კურტანიძის გადაწყვეტილებით, 22 იანვარს, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისათვის, სახელმწიფო ბრალდება ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა კი პროცესზე პატიმრობის ნაცვლად, ქსოვრელის მიმართ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა.
​შეგახსენებთ, რომ სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
​აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები