“წითელ ხიდზე” არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ს-სა და ს.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მათ საქონელი ჩამოერთვათ და სანქციის სახით, თითოეულს ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები