ეიდი ჰაუტალა: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა საკუთარი შეფასებები გააკეთეს.
ევროპარლამენტარ ეიდი ჰაუტალას განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ევროპის პარლამენტის პოლიტიკური პარტიებისთვის, საქართველოს ახალი პრეზიდენტის გასაცნობად და მომავალი დადებითი თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად, რადგან უკვე ხანგძლივი, პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობები არსებობს საქართველოსთან.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ის ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება და მე განსაკუთრებით ვაფასებ მის სურვილს გამართოს ფართო დიალოგი მოქალაქეებთან და ყურადღება გაამახვილოს რეგიონებზე”, – აღნიშნა ეიდი ჰაუტალამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები