იტალიაში საქართველოს მოქალაქე, მხატვარი, თამარ მოდებაძე მოკლეს
იტალიაში, ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სავარაუდოდ დამნაშავეც ქართველია.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი პროფესიით მხატვარი, თამარ მოდებაძეა.
„ღმერთო ნუთუ ეს მართალია? მხატვარი თამარ მოდებაძე მოკლეს ნეაპოლში? ნუთუ, მასავით უწყინარი ადამიანი ვინმე არსებობს? შოკში ვარ“, – წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. როგორც ირკვევა, მან მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.
იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.
ცნობისათვის, თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებული იყო დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა, “მისტიკური მზერა”, დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.