“მართლმსაჯულების გადასარჩენად” – საპროტესტო აქციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები შეუერთდნენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით “მართლმსაჯულების გადასარჩენად” იმართება. აქციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, რომელიც მანიფესტის სახით დღეს საჯაროდ წაიკითხა პოეტმა რატი ამაღლობელმა. მათი პირველი და უმთავრესი მოთხოვნაა იუსტიციის საბჭო დატოვოს ყველა მოსამართლე წევრმა და იმ წევრებმაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩინჩალაძემ და მასთან ერთად ლევან მურუსიძემ. ასევე მათი მოთხოვნაა, რომ სამუშაო ჯგუფმა კრიტერიუმებზე საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობით იმსჯელოს.
პოლიტიკური სპექტრიდან აქციას მხოლოდ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შეუერთდა.