თავად დაემორჩილოს კანონს, რადგან პარკში სასტუმროს მშნებლობა კანონსაწინააღმდეგოა – სამოქალაქო აქტივისტი ინვესტორს პასუხობს

სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელს, გიორგი ზაქაიძეს მოვუწოდებდი, რომ თავადაც დაემორჩილოს კანონს, რადგან პარკში სასტუმროს მშნებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, თეა კუჭუხიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუჭუხიძე ზაქაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ვაკის პარკის დამცველებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ.
თეა კუჭუხიძის თქმით, თუ პარკში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, პროტესტი განახლდება.
„მას მოვუწოდებდი, რომ თავადაც დაემორჩილოს კანონს , რადგან პარკში სასტუმროს მშნებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ჩვენი კანონმდებლბით პარკში ასეთი მშენებლობა დაუშვებელია. ის ნებართვა, რომელიც მან მიიღო ,იყო წესიდან გადახვევა.
მას შეუძლია სხვა რამ გააკეთოს იქ. ვთქვათ, ღია სანაყინე, ან ბავშვთა სათამაშო მოედანი. რაც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის იქნება.
იმედი მინდა მქონდეს, რომ მერია არ დაუშვებს ასეთ მშნებლობას. ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მერიამ უნდა ნახოს გამოსავალი, ან ეს ტერიტორია უნდა გამოისყიდოს, ან ადგილმონაცვლეობა შესთავაზოს ინვესტორს. პროტესტი განახლდება, თუ მშენებლობა დაიწყება.
უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. საქალაქო სასამართლოში ჩვენ მოვიგეთ ეს საქმე. საქალაქო სასამრთლომ დააგინა, რომ ნებართვა , რომელიც იყო გაცემული 2013 წელს მაშინდელი მერიის და საკრებულოს მიერ, არ იყო კანონთან შესაბამისი. შემდეგ ინვესტორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ამ წლების განმავლობაში, როგორც ვიცი 2016 წელს მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა.
ამ ეტაპზე ნებართვა არ არსებობს. მშენებელს შეუძლია, ხელახლა შეიტანოს მოთხოვნა მერიაში. ეს მერიამ ხელახლა უნდა განიხილოს . მერიის გადასაწყვეტია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
პარკში, სარეკრეაციო ზონაში ასეთი ტიპის მშნეებლობა ჩვენი კანონმდებლობით დაუშვებელია. მერიამ 2013 წელს სპეციალური ნებართვა გასცა, სადაც არ იყო საკმარისად დასაბუთებული, თუ რატომ ეძლეოდა ამ კომპანიას იქ სასტუმროს აშენების ნებართვა“- განაცხადა თეა კუჭუხიძემ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერიაში სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.
„მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, – ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”,- განაცხადა ზაქაიძემ.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვაკის პარკში, 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გასცეს.

„ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები