პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 630-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდება. პატრიარქის ნათლულებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

ილია მეორე სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს  პირადად დალოცავს

ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები