სამართალდამცველებმა ქუთაისში მოპარული მიკროავტობუსი იპოვეს
სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი იპოვეს, რომელიც ქუთაისში ე.წ. საღორიის უბანში, მოქალაქეს მოპარეს. დაზარალებულის ინფორმაციით, მიკროავტობუსი საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩვეულებრივ, საღამოს დააყენა, დილით კი აღარ დახვდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მიკროავტობუსი იპოვეს. მათი ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაზიანებული არ არის და გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე. პატრონს მას ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნებენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლით მიმდინარეობს.