ქაშუეთის ეკლესიაში დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ეკლესიაში დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების პანაშვიდი მიმდინარეობს. მოგვიანებით, ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. ადგილზე შეკრებილი არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილებს ხვალ დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიების ფარგლებში, ,,ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები