“ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ

0

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თ. ტ.-ს და ვ. მ.-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს აცნობენ. როგორც მათი ადვოკატი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
“თავს არ ცნობენ დამნაშავედ, ახლა უნდა მოხდეს ბრალის წაყენება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი თუ რა მუხლით უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, მასალებიც არ გადმოუციათ. ექსპერტიზებია დანიშნული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი