„ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომლის ადვოკატი: ჯერ არ ვიცით ბრალდებულს რას ედავებიან

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული „ყაზტრანსგაზ – თბილისის” თანამშრომლის ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სამსახურში დააკავეს და ჯერ ჩვენება არ მიუცია. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ბრალდებულს რას ედავებიან.
„ამ წუთას მოვედი და ვერკვევი სიტუაციაში. ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი, სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ, დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით, რას ედავებიან”, – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.
ცნობისათვის, დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” ორი თანამშრომელი დღეს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები