საჯარო ლექცია – „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ გაიმართება

22 იანვარს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექცია „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, საღამოს უმასპინძლებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, ცეკვის სპეციალური პედაგოგი ანი ღვინიაშვილი და თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასის ქორეოგრაფი ქეთევან ზაზანაშვილი.
ლექციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ინკლუზიური ცეკვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე; როგორ უნდა გაარღვიო საზღვრები და დაინახო შეუზღუდავი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მიღმა; როგორ მიმდინარეობს შინაგანი გარდაქმნის ეტაპების გამოხატვა ცეკვისა და მოძრაობის ენით.

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები