ეროვნულ ბიბლიოთეკაში ომარ გეგუჩაძის ხსოვნის საღამო გაიმართება
22 იანვარს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სასწავლო ნაწილის ომარ გეგუჩაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: თემურ გუგუშვილი, ნინო ქათამაძე, მამუკა სიხარულიძე, შოთა გოგოძე, ქეთი სეფაშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, ნანუკა გოლიაძე, ანა ჭანია, ნინო ხოჭოლავა და რეზი ხაინდრავა.
საღამოს უძღვება პროფესორი რუსუდან წურწუმია.
ომარ გეგუჩაძე თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მოახმარა სკოლას.
სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი სკოლის შემოქმედებით ცხოვრებას.
ომარ გეგუჩაძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის არამარტო ჩვენი სკოლის, არამედ ქართული ეროვნული კულტურის წინაშე.
მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, გუდიაშვილის ქ. N7
დასწრება თავისუფალია