მზექალა შანიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

ენათმეცნიერი და ფილოლოგი  მზექალა შანიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
მზექალა შანიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა დასმა და ფონდმა „ქართველმა“ ენათმეცნიერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი და  ქართული დროშა გადასცეს. მზექალა შანიძე, ასევე, ოსკარ შინდლერის აკადემიის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
საღამოს უძღვებოდნენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, პროფესორი არჩილ ბაქრაძე და ჩოხოსანთა დასის თავკაცი გოგი დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები