გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება
17 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ გაზეთის რედაქციიდან აცნობეს, უკვე 100 წელიწადია სხვადასხვა სახელწოდებით გამოდის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გაზეთი.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ 1918 წლის 25 ივლისს დააფუძნა თავისი ორგანო – გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც გამოცემის პირველი დღიდანვე, ქვეყნის მთავრობის მოამბედ იქცა.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, გაზეთსაც აღუდგინა პირვანდელი სახელი 1918 წლის ლოგოთი. დღეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თანატოლი „საქართველოს რესპუბლიკა“ ფართოდ ასახავს ერის წარსულსა და აწმყოს, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის ყოველდღიურობას…