სტუდენტების საკვალიფიკაციო სპექტაკლის – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – პრემიერა გაიმართება

16 და 17 იანვარს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (აუდიტორია №1)  დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის დამატებითი სემესტრის სტუდენტების საკვალიფიკაციო სპექტაკლის პრემიერა – რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ გაიმართება.

დამდგმელი რეჟისორი – ლევან წულაძე; პედაგოგ-ასისტენტი – თემო კუპრავა; სცენოგრაფია და კოსტიუმები – გიორგი ხუხუნაიშვილი  და თათია კევლიშვილი; მეტყველების პედაგოგი – ეკა ბაკურაძე.

მონაწილეობენ: გიგი ბროკიშვილი, მარიამ ტომარაძე, ანა ინგოროყვა, მარიამ ღვინიანიძე, თამარ სულუაშვილი, პაპუნა ლებანიძე, გიო ჩაჩუა, ცოტნე მაისურაძე, ნათია ჩიკვილაძე, ანა მახარაძე, ანი მელაძე, გიორგი კაკალაშვილი, ბიჭიკო ჭეიშვილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი – ლევან წულაძე (ასოცირებული პროფესორი).

ბილეთის ფასი – 5 ლარი; ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და biletebi.ge-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები