მოსკოვში შოთა რუსთველისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

 16 იანვარს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლოს ლიტერატურულ საფიხვნოში გაიმართება შოთა რუსთველისადმი მიძღვნილი საღამო „ბოროტსა სძლია, კეთილმან“…
როგორც მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლოს ლიტერატურული საფიხვნო აცხადებს, 17 საათზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შოთა რუსთაველის სულის საოხად პარაკლისი გაიმართება. შემდეგ ტაძრის მიმდებარედ, პოეტის სახელობის სკვერში, მგოსნის ძეგლი ყვავილებით შეიმკობა.
„18 საათზე, ტაძრის მიმდებარე დარბაზში შევიკრიბებით და ერთად გავიხსენებთ „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავ სტრიქონებს, რაც ისე სწყურია ჩვენს სულს, როგორც ხორცს წყარო ანკარა. გელოდებით. ჩვენი ერთობით გავახაროთ ზეცაში ღმერთი, სასუფეველში პოეტის სული და კეთილი კაცის გული დედამიწაზე“, – აღნიშნულია ლიტერატურული საფიხვნოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისამართია: ბოლშაია გრუზინსკაია 13.

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები