ნათლისღებისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართება

19 იანვრიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული  ცენტრი  შეხვედრებს განაახლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მესამე შეხვედრა – „ვისმენთ და ვსაუბრობთ მუსიკაზე“  ნათლისღების დღესასწაულს ემთხვევა და შესაბამისად ნათლისღებას მიეძღვნება. საღამო 14:00 საათზე დაიწყება.
„რადგანაც ეს თარიღი ნათლისღების დღესასწაულს ემთხვევა, საღამოს თემასაც ის განსაზღვრავს. მოვისმენთ ნათლისღებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ნაწარმოებს, მათ შორის ბახის რამდენიმე კანტატას“, – აცხადებენ საღამოს მესვეურები.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ  ცენტრში უკვე ჩატარდა კლასიკური მუსიკის ორი საღამო – საშობაო და საახალწლო სამუსიკო განწყობილებით.
მის: ათონელის ქ. N9 (ორიენტირი – ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარე).
……………………….

ფოტო  –  დანიის ფანეფჲორდის ეკლესიის (Fanefjord Kirke) XVI საუკუნის დასაწყისის ნათლისღების ფრესკა.

                                                                                                                                                                          ავტორი:    თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები