„არტთერაპია ფსიქიკური დარღვევების დროს“ – ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრა გაიმართება

16 იანვარს, 20:00 საათზე, ვაკის „მედიათეკაში“ ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელიც წარადგენს წიგნს – „არტთერაპია ფსიქიკური დარღვევების დროს“.
„არტთერაპია ისეთივე თვალუწვდენელი, ამოუწურავი საბადოა, როგორც ადამიანის შემოქმედებითობა, ფიქრი და ფანტაზია. უპირველესად, არტთერაპია ავითარებს ადამიანში თხზვის უნარს, რაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რომელიც გვაახლოებს შემოქმედთან და განგვასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისგან. ჩვენ, ადამიანებს, შეგვწევს უნარი, შევცვალოთ შინაგანი და გარე რეალობები.
წიგნი შეიცავს ფსიქიატრიის მოკლე კურსსაც, თანამედროვე მედიკამენტოზური არჩევანის რეკომენდაციებსაც და სხვადასხვა დიაგნოზისთვის ეფექტური ფსიქოთერაპიის მოდულების აღწერასაც. ამდენად, წიგნი არა მხოლოდ არტთერაპევტებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დაკავებული ნებისმიერი პროფესიონალისთვის ძვირფასი საჩუქარია“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ  ინფორმაციაში.
პროექტის ავტორი: ნათია ფანჯიკიძე; გერმანულიდან თარგმნეს მზია გალდავაძემ და მაია ფანჯიკიძემ.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები