კახა კალაძემ სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს ძველით ახალ წელი მიულოცა და მათ სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი აჩუქა.
სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.
კოხრეიძეების ოჯახი უახლოეს მომავალში მეხუთე შვილს ელოდება.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“ – განაცხადა ინგა კოხრეიძემ.
კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები