ეკა ბესელია კრისტიან ურსეს შეხვდა

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას და საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცედურაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სამუშაო ჯგუფში აქტიურად არის ჩართული და სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
„კრისტიან ურსეს, ბოლოდროინდელ მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესს და პროცედურას უკავშირდება, ასევე იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც კანონში შესატანად უნდა მომზადდეს, ჩემი პოზიცია გავაცანი. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში, ჩემი ინიციატივით 2017 წელს რეფორმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება, სადაც ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლობასთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არის წარმოდგენილნი. ამ შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული ცვლილებების მონახაზი გვქონდეს, რათა დაიწყოს განხილვა თუ როგორი წესით უნდა მოხდეს ახალი კანდიდატების წარმოდგენა იუსტიციის საბჭოს მხრიდან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები