პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა

ძველი სტილით ახალ წელს, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა.
ოთხივე მათგანს იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, წუხელ ღამის საათებში 4 პაციენტი მიიყვანეს, მათ შორის ერთი ბათუმიდან გადმოიყვანეს, ხოლო 3 მათგანი თბილისელია.
„კლინიკაში 4 მოზარდი მოთავსდა, ოთხივე მათგანს ხელის მტევანი პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაუზიანდა. მათ უკვე ჩაუტარდათ ქორურგიული ოპერაცია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე პაციენტი კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს“, – აცხადებენ კლინიკაში.

„კვირა“ დამწვრობის ცენტრსაც დაუკავშირდა. თუმცა, საბედნიეროდ, წუხელ კლინიკაში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზარალებული არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები