ქრისტეშობისადმი მიძღვნილი ტრადიციული სიმღერა-გალობის კონცერტი გაიმართება

16 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ქრისტეშობისადმი მიძღვნილი ტრადიციული სიმღერა-გალობის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საეკლესიო მუსიკის მიმართულება ქრისტეშობისადმი მიძღვნილ კონცერტს 2012 წლიდან მართავს.
„წელსაც მგალობელ-მომღერალთა ანსამბლების დახმარებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გავიხსენებთ და მოვისმენთ სხვადასხვა კუთხის საშობაო ალილოებს და საგალობლებს. გელოდებით, დასწრება თავისუფალია!
მადლობა მონაწილე ანსამბლებს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ამ შესაძლებლობის კიდევ ერთხელ მონიჭებისთვის!
მადლობა დათო ჯამრიშვილს ტრადიციულად გვერდში დგომისთვის და აფიშის დიზაინის შექმნისთვის. მრავალ შობა-ახალ წელს!“ – აღნიშნულია ორგანიზტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები