პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის თარიღი უცნობია

  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მისი წლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღი და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად ამუშავებს.
“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, კონსტიტუციით აქვს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულება. დეტალების თაობაზე დავით უსუფაშვილთან ერთად ვმუშაობ. შესაბამისად, ვერც თარიღის და ვერც ფორმატის თაობაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები