„ორი ქალაქის კოლორიტი და ნიჭიერი ადამიანი აღარ გვყავს“ – მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა
„ვაიმე, უჩაააააააა… ჩემი უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი აღარ მყავს! რა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან მეწყინა და ძალიან დამწუხრებული ვარ… უმაგრესი მუსიკოსი, ორი ქალაქის კოლორიტი და ნიჭიერი ადამიანი აღარ გვყავს“… – ასე გამოეხმაურა ანსამბლ „ვია 75“-ის წევრის, მუსიკოსის, საქსოფონისტის, უჩა კორძაიას გარდაცვალებას კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი.
უჩა კორძაია წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა „ბაკურიანი“.
დაიბადა ქუთაისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი.
იყო ანსამბლების – „ორერას”, „ვია-75″-ის, „ნატვრის ხის”, „ბიგ-ბენდის” სოლისტი. 1997 წლიდან იყო რესტორან „ოვაციოს”, „მარკო პოლოს”, „ქართული სახლის” მუსიკოსი. ჩაწერა მრავალი დისკი. იყო სსრკ-ს საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი (1978, 1980, 1982).
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.