„საახალწლო აურზაური საზღაპრეთში“ – სიღნაღის თეატრში სპექტაკლი გაიმართება

15 იანვარს, 16:00 საათზე, სიღნაღის თეატრში ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ სპექტაკლს – „საახალწლო აურზაურს საზღაპრეთში“ წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში განუცხადეს,  აქ ყველა ზღაპრის გმირი იქნება: ფერიები, კომბლე, ნაცარქექია, ყინულის დედოფალი, კარლსონი და ფრეკენ ბოკსი, ბოროტი დედინაცვალი, წითელქუდაი, მგელიდა სხვა.
„თქვენ გელოდებათ თვალისმომჭრელი სანახაობა, გაფორმებული საოცარი კოსტიუმებით, სიმღერებით, ზღაპრის გმირების საახალწლო სამზადისით და კეთილი დასასრულით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
სპექტაკლზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები