სალომე ზურაბიშვილი „ქართული კლასიკის“ პრეზენტაციასა და „მათეს ვნებანის“ პრემიერას დაესწრო

ქართულ-ამერიკული პროექტის წარდგენას და სპექტაკლის პრემიერას რუსთაველის თეატრში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მეცნიერები, აკადემიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ლიეტვუადან სპეციალურად ჩამოვიდა „ბუდრუგანა ლიეტვუას“ სამხატვრო ხელმძღვანელი ვიტატუას ლანსბერგისი და დასის რამდენიმე მსახიობი, ალიასკიდან – რეჟისორი ბირნ ფოუერი, რომელიც სპექტაკლის მზადების პროცესს დოკუმენტური ფილმისთვის იღებდა…
„მათეს ვნებანი” – ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრის ბუდრუგანა-გაგრას ახალი სპექტაკლია. „ქართული კლასიკა“ კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთისა“ ამერიკული გამომცემლობა „Nova Science Publishers-ის“ ერთობლივი პროექტია.
პროექტი ნიუ-იორკიდან ჩამოსულმა გამომცემლობის პრეზიდენტმა ნადია კოლუმბუსმა თავად წარადგინა. პროექტის ფარგლებში ქართული სამეცნიერო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე ითარგმნება და მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში განთავსდება.
კინოცენტრ „აფხაზეთის“ წევრების ბირთვს ჩრდილების თეატრის მსახიობები შეადგენენ. ჩრდილების თეატრისა და კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთის“ რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია კინორეჟისორი გელა კანდელაკი.
ფოტო: მეჩრდილე მსახიობი ლევან ჩაჩანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები