ზურაბ გურულის  სადებიუტო წიგნის წარდგენა გაიმართება

10 იანვარს, 19:00 საათზე, TBC ART Gallery-ში  ზურაბ გურულის  წიგნის „სპილო წყვდიადში“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „სპილო წყვდიადში“ სადებიუტო წიგნია და ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ.
ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში.
რომანი მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით. არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები