მუსიკისა და დრამის თეატრში ახალი ქართული მიუზიკლი „შეყრა“ დაიდგმება
24, 25, 26 იანვარს, 19:00 საათზე, მუსიკისა და დრამის თეატრში პრემიერა გაიმართება. რეჟისორ დავით დოიაშვილის ახალ ქართულ მიუზიკლს „შეყრა“ ჰქვია.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, „შეყრა“ მე-19 საუკუნის დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის – „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა.
მიუზიკლის პერსონაჟები მზის დაბნელებით გამოწვეული განცდით ცდილობენ, ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილნი, რადგან გადარჩება მხოლოდ ის, ვინც უცოდველი და დაოჯახებული იქნება.
კომპოზიტორი – რუსუდან მორჩილაძე; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; სიმღერის ტექსტების ავტორი – ირინა სანიკიძე.
მონაწილეობენ:
სოფო ნიჟარაძე, გიორგი ვარდოსანიძე, არჩილ სოლოღაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე, ლევან კახელი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, ლაშა რამიშვილი, გიორგი ყველაშვილი, მარინა ჯოხაძე, სალომე ყიფიანი, ცისია მეტრეველი, ანა წერეთელი, გიორგი ტორიაშვილი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, გოგა მოძმანაშვილი.