ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და პროზაული კრებულის წარდგენა გაიმართება
9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, 17.00 საათიდან, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი ნინო ბაჯელიძის და მარიკა ხიდირბეგიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენასთან ერთად ლევან ორახელაშვილის პროზაული კრებულის წარდგენაც გაიმართება.
მისამართი: გიორგი ჭანტურიას ქ. 8.