„დედამიწას თეთრი და სისხლიანი პერანგი ეცვა“ – ჯემალ თოფურიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

4 იანვარს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ჯემალ თოფურიძის ახალი წიგნის – „დედამიწას თეთრი და სისხლიანი პერანგი ეცვა“ წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ნოდარ დუმბაძის ფონდში განუცხადეს, კრებული მწერლის საიუბილეოდ, 70 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა.
წიგნში შესულია ჯემალ თოფურიძის მოთხრობები და ლექსები. შემდგენელი – მანანა დუმბაძე. გარეკანის მხატვარი – ნიაზ დიასამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები