“პროცედურულად ვერ გეტყვით, ვის აირჩევს კომიტეტი, მაგრამ ამ ეტაპზე მათიკაშვილი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია”

„დღეისათვის იურიდიულ კომიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დავით მათიკაშვილია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
თუმცა, კილაძის თქმით, მან არ იცის თუ ვის აირჩევს კომიტეტი.
„დღესდღეობით იურიდიულ კომიტეტში არის დავით მათიკაშვილი, რომელიც დიდი ხანია, არჩეულია თავმჯდომარის მოადგილედ. შესაბამისად, დავით მათიკაშვილი არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იურიდიულ კომიტეტში. პროცედურულად ვერ გეტყვით, ვის აირჩევს კომიტეტი, მაგრამ ამ ეტაპზე მათიკაშვილი არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი კომიტეტში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.
როგორც დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები