„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გეგმავს შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც უკვე ერთხელ იყო აღნიშნული, გეგმავს კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის“,- აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები