სამტრედიის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, სახლში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად 60 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
ადგილზე 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები