1200-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა კომპანია „არქისგან” საახალწლო საჩუქრები მიიღო

ილია წულაიამ და დეველოპერულმა კომპანია „არქიმ” 22-24 დეკემბერს სამტრედიაში მცხოვრებ 1200 სოციალურად დაუცველ ბავშვსა და მათ ოჯახებს საკვები პროდუქტები და საახალწლო ნუგბარი დაურიგეს.
საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
„ჩვენ თითოეულ ოჯახში პირადად მივედით და საახალწლო საჩუქრები გადავეცით იმ ხალხს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პირადად მე და კომპანია „არქი” კიდევ არაერთ მსგავს აქციას განვახორციელებთ”, – განაცხადა დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები