სვეტიცხოველში ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წელი შეუსრულდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
ილია მეორე წირვას თავის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით, ტაძარში სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზონი და მრევლი იმყოფება. სვეტიცხოველში მსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები