თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები