„26 მაისის განრიგი დაზუსტდა და ეს უფრო სახალხო დღესასწაული იქნება“

26 მაისის განრიგი დაზუსტდა და ეს უფრო სახალხო დღესასწაული იქნება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია განათლების სამინისტროც და მოეწყობა სპეციალური საგანმანათლებლო კუთხეც, რათა დაინტერესებულ პირებს განათლების პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს.
“დაზუსტდა ის განრიგი, რომელსაც ჩვენ მივყვებით 26 მაისს. ეს იქნება უფრო სახალხო დღესასწაული, რაც მისასალმებელია. თავიდანვე აღვნიშნე, რომ კარგი იქნებოდა არ ყოფილიყო ეს ტრაგიზმით დატვირთული დღე და ყოფილიყო სახალხო ზეიმი, სადაც ხალხი ნამდვილად აღნიშნავდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ვფიქრობ, კარგად არის დაგეგმილი. ძალიან კარგი სანახაობები გველოდება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები